0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გადავწყვიტე მეჩივლა ბატონ ხულიგან მერისთვის"

 მერიის შენობასთან იმყოფება სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირიც, რომლის თქმითაც, თბილისის მერმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კვეკვესკირი კალაძეს "ხულიგან მერად" მოიხსენიებს და საქმეზე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. 

"ჩემზე იყო ფიზიკური ზეწოლა, ძალადობა, შეურაცხყოფა სიტყვიერი უშუალოდ კალაძის, მერის მიერ. ეს ჩანს და მაზე ცივილიზებულ სამყაროში იმ დღესვე აგებდა მერი პასუხს, მაგრამ ჯერ არ გვაქვს ქვეყანა დალაგებული და სახელმწიფო. დარწმუნებული ვარ დ მთელი საქართველო დარწმუნებულია, რომ შეშინებულია პოლიცია და პოლიცია არავითარ შემთხვევაში არ გადააგზავნის ამ საქმეს პროკურატურაში და მე პირადად, გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავო გენერალურ პროკურატურაში და მეჩივლა ბატონ ხულიგან მერის წინააღმდეგ" - ამბობს კვეკვესკირი.

 ვარკეთილში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აქტივისტებმა პოლიციას მიმართეს, თუმცა განცხადების დაწერას რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჩქარობდნენ. ისინი თბილისის მერისგან ბოდიშის მოხდას ელოდნენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები