1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა

დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება. ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ ბოდბის დედათა მონასტერში, სადაც წმინდა ნინო განისვენებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო ლიტრუგიას ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს. მსახურების დროს ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ და მრევლს მისი მოლოცვის შესაძლებლობ ექნება. 

წარმოშობით კაბადოკიელი, მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.

წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 27 (14) იანვარი მისი გარდაცვალების დღეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები