1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოცხლეს დაატარებდა, დღეს მოკლეს... არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია, არც მკვლელისთვის"

ჩოხატურში მოკლული 26 წლის ბიჭის ყოფილი მასწავლებელი მანანა ჯინჭარაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე მომხდარზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

 "ყოფილი მოსწავლე არ არსებობს. დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს, - შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა; ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოხლეს დაატარებდა, - სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც; უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი; გულით რომ მდომოდა, ერთ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი ისეთი პასუხისმგებლიანი იყო; ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას, - ენა არ მომიბრუნდებოდა; ღიმილს საგზალივით დაატარებდა, - სულ მომღერალი და მოცეკვავე... არც მახსოვს ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს; აქეთ გირჩევდა და დაგაკვალიანებდა... არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია... არც მკვლელისთვის... "ჭირი მართალსო" - აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო... დღეს მე, მოგებული რომ მეგონა ის ომი წავაგე - მეც და მკვლელის მასწავლებელმაც. ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო... არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ: ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს... არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ... არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით... დღეს ჩემი და შენი წილი სიმართლე არ არსებობს - დამარცხებულები ვართ"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...