1 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“უნდა გან­სა­ზღვროთ, გი­ღირთ ამ ტრან­სპორ­ტში ჩაჯ­დო­მა თუ არა..”

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, თუ რო­გო­რია ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ავ­ტო­ბუს­ში, მეტ­როს ვა­გონ­ში და სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ამუ­შავ­დე­ბა.

"ტრანსპორტის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნებს შო­რის სა­თა­ნა­დო მან­ძი­ლი უნდა იყოს და­ცუ­ლი იმის­თვის, რომ პირ­და­პი­რი წვე­თით ამ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა არ მოხ­დეს. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და თვით­კონ­ტროლ­ზე იმის­თვის, რომ სწო­რად გან­სა­ზღვროთ, გი­ღირთ ამ ტრან­სპორ­ტში ჩაჯ­დო­მა თუ არა.

თუ თქვე­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბა იმ­დე­ნად შორ­საა, რომ ამ მან­ძი­ლის და­ფარ­ვა ფე­ხით შე­უძ­ლე­ბე­ლია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრან­სპორ­ტით ისარ­გებ­ლოთ და ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩენს, ვი­საც გა­სავ­ლე­ლი მან­ძი­ლის ფე­ხით და­ფარ­ვა შე­უძ­ლია, და­უთ­მოს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მათ, ვის­თვი­საც ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ტრანსპორტის აღდგენის ეტაპები დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და იმ კონკრეტულ ვითარებაზე, რაც დროის მოცემული მომენტისთვის იქნება ქვეყანაში. ზედამხედველობა მუდმივად მიმდინარეობს, რეკომენდაციები იცვლება იმ სიტუაციის შესაბამისად, რა ვითარებაც ქვეყანაში გვაქვს“,- გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები