1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაატა იმნაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ნიღაბი აუცილებელი იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ. 

„სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრია ასეთია, რომ როდესაც მომავალი წლის რესპირატორული სეზონი დაიწყება, ანუ როცა აცივდება, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს. თუ ამ დროისთვის რამე ეფექტური სამკურნალო საშუალება არ გვექნება, მაშინ ჩვენ კიდევ და კიდევ რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვა მოგვიწევს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, მგზავრისთვის ნიღბის ტარება აუცილებელი იქნება.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძირითადი მოთხოვნა იქნება ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, რაც სულაც არაა ადვილი, ამიტომ მიდის მუშაობა, თუ რა გზით შეიძლება მოვახერხოთ პრობლემის გადაჭრა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები