1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაიწევს თუ არა ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი - ცენტრის განმარტება

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, გამოცდების ფორმატი იგივე რჩება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში ამბობენ, რომ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ განიხილება:

„როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, მთავრობის სხდომაზე, ისე იქნება. არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით ცვლილება არ იგეგმება,  ანუ ჩვეულ ფორმატში ჩატარდება ეროვნული გამოცდები“ – განაცხადეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ამ ეტაპზე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, აბიტურიენტების განთავსების წესთან დაკავშირებით.

„ითქვა, რომ 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ უნდა განთავსდეს დახურულ სივრცეში, მაგრამ, როგორ უნდა მოხდეს და რამდენი საგამოცდო ცენტრი იქნება, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ივნისში გახდება ცნობილი“ – ამბობენ საგამოცდო ცენტრის პრესსამსახურში.

პრაიმტაიმი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები