1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სოფელ მუშევანიდან კლინიკაში იყო გადაყვანილი და კოვიდ-19 ლაბორატორიული კვლევის შედეგად იქ დაუდასტურდა.

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიაში 145 საკვლევი მასალა გადაიგზავნა. აქედან 130 არის მუშევანიდან, 15 კი ბოლნისიდან.

ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით ინფიცირების 151 დადასტურებული ფაქტია, მათგან 3 გარდაიცვალა, 66 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები