1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 91 ადამიანი დაიღუპა, 8 926 კი დაინფიცირდა

 ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 91 ადამიანი ემსხვერპლა, რის შედეგადაც ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში 2 722-მდე გაიზარდა.

 ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით კიდევ 8 926 ადამიანი დაინფიცირდა და მათმა საერთო რაოდენობამ 290 678 შეადგინა.

 აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით რუსეთი აშშ-ის შემდეგ მეორე  ადგილზეა. 12 მაისს კორონავირუსით რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი დაინფიცირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები