1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში წელს საზაფხულო ბაღები არ იფუნქციონირებს

თბილისში საზაფხულო ბაღები წელს არ იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სააღმზრდელო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება.

„თბილისში, სააღმზრდელო პროცესი სექტემბრამდე არცერთ ბაღში არ განახლდება. დღეს ეს რეალობა გვაქვს. ჩვენც დამოკიდებულები ვართ მთავრობის გადაწყვეტილებებზე და ეპიდსიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

რაც შეეხება კერძო ბაღებს, ზაფხულში სააღმზრდელო პროცესი არც აქ განახლდება.

ამასთან, როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მშობლები აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტს გატანას ბაგა-ბაღებიდან ივნისის ბოლომდე შეძლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები