1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დეკანოზი შალვა კეკელია: თუ ვაქცინა სავალდებულო იქნება, მრევლს მოვუწოდებ, რომ არავინ გაიკეთოს

მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ამბობს, მისთვის ვაქცინის სავალდებულო წესით გაკეთება მიუღებელია.

მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემდეგ თუ მისი მისი გაკეთება სავალდებულო გახდება, შესაძლოა ცალკეულმა სასულიერო პირებმა, ან მთლიანად საპატრიარქომ მრევლს მოუწოდოს, რომ ეს ვაქცინა არ გაიკეთონ.

„ღორის გრიპი ათწლეულებია, რაც არსებობს. გერმანიაში შარშან, ექიმიც გამოვიდა და თქვა, რომ ღორის გრიპით 10 000 ადამიანი გარდაიცვალა. თქვენ, ჟურნალისტებმაც შეგიძლიათ მოიკითხოთ, რამდენი ადამიანია საქართველოში შარშან ღორის გრიპით დაღუპული და ვაქცინა ჯერ არც არის გამოგონებული.

ჯერ არ იციან ამ სენის შესახებ. რატომ უნდა იყოს ვაქცინა აუცილებელი და სავალდებულო, რომ გავიკეთოთ. შეიძლება იცით, როგორ დადგეს საკითხი – თუ ეს ვაქცინა არ გაქვს გაკეთებული, მოგზაურობის უფლება არ მოგცენ, სამსახურში არ მიგიღონ. ეს უკვე სხვა რაღაცას ნიშნავს და ეს ვაქცინა აღარაა, უკვე სხვა რამისკენ არის მიმართული. თუ ასეთი მიდგომა იქნება, ბუნებრივია, ჩვენ ამ ვაქცინას არ გავიკეთებთ“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მისი თქმით, თუ ვაქცინის გაკეთებას რეკომენდაციის სახე ექნება და იქნება თავისუფალი არჩევანი, ყველა თვითონ გადაწყვეტს.

„თუ ეს ვაქცინა იქნება ისეთი სახის, რომ მისი გაკეთების გარეშე არ მექნება უფლება რომ სამსახურში ვიარო, არ მექნება მოგზაურობის უფლება, ან სკოლაში ვერ მივიყვან შვილს, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ვაქცინა მაშინ არის ერთ-ერთი ნიშანი, ის არის ადამიანების საწინააღმდეგოდ მომართული, მაგრამ თუ თავისუფალი არჩევანი იქნება, ეს სხვა საკითხია. ღორის გრიპით ადამიანები იღუპებიან, მაგრამ არავის დაუვალებია ვაქცინის გაკეთება და თუ ახლა სავალდებულო იქნება, მე როგორც მღვდელი მრევლს მოვუწოდებ, რომ არავინ გაიკეთოს“, – ამბობს მამა შალვა კეკელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები