1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,თუ ტემპერატურა სტაბილურად 25 გრადუსზე მეტი იქნება, კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს აღარ გადაეცემა" - ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ მაღალი ტემპერატურა და მზის სხივები კორონავირუსზე მოქმედებს და მას ანადგურებს. მისი განმარტებით, თუ ტემპერატურა სტაბილურდ 25 გრადუსი გახდება, ვირუსი პროგრესირებას ვერ მოახერხებს და ვერც ადამიანზე გადაცემას შეძლებს.

კულუმბეგოვის თქმით, წინა ვირუსების გამოცდილებაც მოწმობს და დაავადების კონტროლის ევროპული ცენტრიც ამბობს, რომ ამინდის გავლენა იქნება უდაოდ პოზიტიური კორონავირუსთან, მაგრამ ის შესაძლოა, არ იყოს 100%-ით ინფექციის გაქრობის შესაძლებლობა. 

„ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის მომატება პოზიტიურ გავლენას მოახდენს ზოგადად ავადობასა და გავრცელების სიხშირეზე. საერთოდ, მაღალი ტემპერატურა და მზის სხივები ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მოქმედებს კორონავირუსზე, მის დაღუპვას იწვევს, ასევე დაბალი ტენიანობა. ამიტომ, რაც უფრო მეტად მოიმატებს ტემპერატურა და სტაბილურად იქნება 25 გრადუსი და მეტი, ხოლო ტენიანობა დაიწევს, ზედაპირებზე გადარჩენილი კორონები ვეღარ გადარჩებიან და ვირუსი ადამიანიდან ადამიანს აღარ გადაეცემა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები