1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - ქალბატონი 17 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი მანონი არევაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ფეისბუქგვერდი „შოთოსიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ავრცელებს.

გვერდის ცნობით, ქალბატონი 17 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში.

"გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში-ათენში. მანონი არევაძე რომელიც 17 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

 

აქვე გთავაზობთ გარდაცვლილის მეუღლის ლექსს რომელიც მოგვაწოდა და მის ხსოვნას მიუძღვნა:

 

ვუძღვნი მეუღლის ხსოვნას!

 

ჩემი ლამაზი ქალია

წავიდა როგორც ქარია

რომ ზდიო ვერ დაეწევი

მითხარ რა მისი ბრალია.

საავადმყოფოდან გამოსულს

შევხვდი მე, მისი ქმარია

ჩავეხუტე და ვეფერე

ეს სიყვარულის ბრალია.

მან სიყვარულით შემხედა

სევდით აევსო თვალია

საუბრით ნელა მიმავალს

გზად დაუბნელდა თვალია,

შველა ითხოვა მაგრამ მე

ვერ დავეხმარე ვერა და

საავადმყოფოში შევედით

გამოსვლა იქნა ძნელადა.

ის სამოთხისკენ წავიდა

იქვე გაიყო გზებია

მან სხვა ცხოვრება ისურვა

ჩემი კი ძალზე ძნელია.

მე მონატრება გადამრევს

თვალზე არ შრება ცრემლია

ვერ გადავიტან მის წასვლას

ეს ჩემთვის ძალზე ძნელია.

ჩემი ლამაზი ქალია

წავიდა როგორც ქარია

ვეღარ მოვა და ვერ გვნახავს

ეს ექიმების ბრალია...

 

((((((მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა.

ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს  დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო,  ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.))))) 

"შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...