1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, გეტასა და მუშევანში, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სოფელ გეტაში - დილის 6 საათიდან ბოლნისის სოფელში შესვლა-გასვლა მკაცრად კონტროლდება.

გეტას ჩაკეტვის  გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, გეტასა და მუშევანში, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, სადაც გუშინ საღამოს ახალი კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ინფიცირებულებიდან ცხრა მუშევანიდაა, რვა კი გეტას კლასტერია. პაციენტებიდან სამი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები