1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები რით განსხვავდება სამშენებლო მასალების მაღაზიებისგანო? - პაატა იმნაძე

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ  განმარტებით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სამშენელო მასალების მაღაზიებისგან განსხვავებით იმიტომ არ იხსნება, რომ ტანსაცმელს ყიდვის დროს იზომავენ ადამიანები და რისკები განსხვავებულია.

„ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები რით განსხვავდება სამშენებლო მასალების მაღაზიებისგანო? თუ ეს ვიღაცას არ ესმის, იმას მინდა გავაგებინო, თუმცა ძალიან კარგად იციან რატომაც არის ეს განსხვავება და მაინც ამას „აწვებიან“, რომ რა განსხვავებაა თურმე, ტანსაცმლის მაღაზიაში წავა თუ სამშენებლო მაღაზიაში. ცემენტის ტომარას ხომ არ ვიზომავთ არა, მივდივართ და ვყიდულობთ, პიჯაკს რომ ვყიდულობთ, ან ფეხსაცმელს, უნდა მოიზომო და ხომ არის რისკებში განსხვავება?!“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები