1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თავდაცვის სამინისტრო 80 ცალ ჩოხა-ახალუხს ყიდულობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 80 ერთეულ ჩოხა-ახალუხს ყიდულობს. უწყების ცნობით ჩოხა-ახალუხი განკუთვნილია თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულისთვის.

“ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული შესასყიდი 80 (ოთხმოცი) კომპლექტი ჩოხა-ახალუხი განკუთვნილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულისთვის. მოგახსენებთ, რომ ჩოხა-ახალუხი, რომელიც ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულს აცვია, 7 წელზე მეტია არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარების ვადა 5 წელია. შესაბამისად, ზოგიერთი მედია საშუალების მიერ ამ თემით სპეკულირება არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები