1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაძაბული დღეა. თქვენი მხრიდან ახლობელი ადამიანების მიმართ გამოვლენილი აგრესია და უფროსობის სურვილი ახლობელი ადამიანების პროტესტს გამოიწვევს. მხოლოდ უახლოესი მეგობარი შეძლებს თქვენს გაგებას.

კურო

კურო მამაკაცების ცხოვრებაში მოსალოდნელია ახალი ადამიანების გამოჩენა და ახალი ურთიერთობები, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ უსარგებლო კამათში არ ჩაგითრიონ. ყურადღება მთავარი საკითხებისკენ გადაიტანეთ და წვრილმანებზე არ მოცდეთ. გამორიცხული არ არის ნეგატიური დამოკიდებულება უფროსის ან კოლეგების მხრიდან.

ტყუპები

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია კომერციულ სფეროში დასაქმებული ტყუპებისთვის, რადგან ყველა იდეისა და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. მოსალოდნელია გავლენიანი მფარველების, მეგობრების ან ნათესავების მხარდაჭერა. ფრთხილად იყავით, რომ უნებურად გარეშე ადამიანების კონფლიქტში არ ჩაგითრიონ, რაც უამრავ პრობოემას შეგიქმნით. ეცადეთ ძალები გონივრულად გაანაწილოთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სამსახურებრივი პრობლემები განწყობას გაგიფუჭებთ, თუმცა ეცადეთ, ბრაზი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ. ყურადღება ყველაზე მთავარზე გაამახვილეთ,რომ უსიამოვნო წვრილმანები არ შეამჩნიოთ. მზად იყავით უფროსთან პრობლემებისთვის და არ ინერვიულოთ - ეს თქვენს საქმიან რეპუტაციას არ დააზარალებს.

ლომი

არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ყოველი ნაბიჯი კარგად გაიაზრეთ, განსაკუთრებით, პროფესიული საქმიანობის სფეროში. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და მშვიდად იმოქმედეთ. ეცადეთ, უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობა არ გაირთულოთ. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გართულება. მოვლენების არახელსაყრელად განვითარება ფინანსურად დაგაზარალებთ.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა - ყველა თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც თქვენი ესმის, უახლოესი ადამიანია. ყველაფრისგან ტრაგედიას ნუ შექმნით - ყველაფერი არც ისეწ ცუდათაა, როგორც გეჩვენებათ. თუ ამის შესაძლებლობა მოგეცათ, აუცილებლად განმარტოვდით და შექმნილი პრობლემიდან სწორი გამოსავალი მოძებნეთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე ან მცდარი ინფორმაცია. მუშაობის დროს დაშვებული შეცდომა ფინანსურად დაგაზარალებთ. ეცადეთ საკუთარი დრო სწორად დაგეგმოთ და წარმატებას მიაღწევთ.

მორიელი

დღის პირველ ნახევარში ეჭვები და იმედგაცრუება გელით. უფროსთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში სირთულეები იჩენს თავს. ნუ დანებდებით და ვითარების შესაბამისად იმოქმედეთ. დღის მეორე ნახევარი ბავშვებთან ერთად, სუფთა ჰაერზე გაატარეთ ეს დღის ნეგატიურ ტენდენციებს შეასუსტებს.

მშვილდოსანი

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში პრობლემები გელით. მოსალოდნელია პროვოკაციები არაკეთილმოსურნეთა მხრიდან და ხელმძღვანელობის კრიტიკა. მოთმინება გამოიჩინეთ და მხოლოდ თქვენთვის კარგად ნაცნობი საქმით დაკავდით, რომ სიტუაცია უფრო არ გაირთულოთ.

თხის რქა

არახელსაყრელი დღეა. გეჩვენებათ, რომ მთელმა სამყარომ თქვენს წინააღმდეგ შეკრა პირი. ყველაფრისგან ტრაგედიას ნუ შექმნით - საქმე არც ისე რთულადაა, როგორც გეჩვენებათ. თუ განმარტოების საშუალება მოგეცათ, აუცილებლად გამოიყენეთ და ეცადეთ დაგროვილი პრობლემებისგან გამოსავალი მშვიდ გარემოში მონახოთ.

მერწყული

მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები, რაც სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ქორწინებას ან განქორწინებას უკავშირდება. გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა თქვენს საქმეებს საგრძნობლად წინ წასწევს.

თევზები

შესაძლოა, გარეგნობის ან ქცევის შეცვლა გადაწყვიტოთ. სამსახურზე ყურადღების გადატანა გიჭირთ. მზად იყავით ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემებისთვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...