1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შევხვდებით თუ არა ახალ წელს საგანგებო მდგომარეობით

შეხვდება თუ არა საქართველო ახალ წელს საგანგებო მდგომარეობით - ამ კითხვაზე პასუხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უპასუხა.

პაატა იმნაძის განმარტებით, ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. მის თქმით, საქართველოში რესპირატორული დაავადების სეზონი ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბრის დასაწყისში იწყება

„საქართველო არც ისე დიდი ქვეყანაა. მსოფლიოში რაც იქნება, ის იქნება საქართველოშიც. ვნახოთ როგორი სიტუაცია იქნება ზამთარში, ან შემოდგომის ბოლოს. დიდი ალბათობით დაავადება მობრუნდება. მანამდე ვაქცინა შესაძლოა არ მოესწროს, თუმცა იმედი მაქვს, რომ რაიმე ეფექტური ანტივირუსული საშუალება იქნება, რაც ვირუსის უკეთესად მართვის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები