1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში ვერ მოხერხდა პაციენტის ორსულობის დადგენა , ქალმა დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში - ომბუდსმენი

ომბუდსმენის მიერ ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტებსა თუ ბენეფიციარებს ორსულობის განმავლობაში პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში - „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ ნათქვამია, რომ გამოვლინდა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევებს იწვევს.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, არც ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში პირის განთავსებისას, არც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დასტაბილურების შემდეგ, არ ხდება ქალთა ორსულობაზე ტესტირება. შესაბამისად, მკურნალობის განმავლობაში არ ხდება მედიკამენტების ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების გათვალისწინება.

„მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ინსტიტუციებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ორსულობის დროული გამოვლენა, და შესაბამისად, მკურნალობის დროს გამოყენებული მედიკამენტების ნაყოფის განვითარებაზე და დედის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გათვალისწინება. ორსულობაზე შემოწმება არ მიმდინარეობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი პირველადი პაციენტია ან გადმოყვანილა სხვა დაწესებულებიდან. სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებლების ნაწილს ხელშეკრულებით ჰყავს დასაქმებული მეან-გინეკოლოგები, თუმცა მათთან გაფორმებული კონტრაქტი ფაქტობრივად ფორმალური ხასიათისაა. მაგალითად, კონტრაქტის თანახმად, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 68 მეან-გინეკოლოგი თვეში ერთხელ ახორციელებდა ვიზიტს და საშუალოდ 10-15 პაციენტს სინჯავდა. მეან-გინეკოლოგის გადმოცემით, მას პრობლემები ექმნება პაციენტთა მკურნალობისას, რადგან მის მიერ დანიშნულ წამლებს მენეჯმენტი ვერ შეისყიდის იმის გამო, რომ ბიუჯეტი ასეთ ხარჯებს არ ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გინეკოლოგი მათი ჩივილების მოსმენის საფუძველზე აფასებს და ხშირ შემთხვევაში არ ხდება პაციენტის ვიზუალური დათვალიერება“,-აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის განმარტებით, ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საერთოდ ვერ მოხერხდა პაციენტის ორსულობის ფაქტის დადგენა.

„ამის თაობაზე სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში. აღსანიშნავია, რომ პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერცერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი. ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს“,-აღნიშნულია ანგარიშში. ომბუდსმენის შეფასებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის არსებობისას ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ის ფაქტიც ართულებს, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული გზამკვლევი/სახელმძღვანელო, რომლითაც იხელმძღვანელებენ მეან-გინეკოლოგები ორსულობის მართვისას. მისივე განმარტებით, ასევე არ არსებობს ფსიქიატრიის დარგში გზამკვლევი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართოს ფსიქიკური აშლილობა ორსულობის შემთხვევაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...