1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

25 მლნ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, ვიხრჩობით ვალებში – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის დაკუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 25 მილიონი, რამდენითაც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან ცოტაა.

"პირველ არხს, საზოგადოებრივს, რამდენი აქვს დაფინანსება? რამდენი? ითვლება, რომ საზოგადოებრივის დაფინანსება [52 მილიონი ლარი წელიწადში] არის მიზერული. ჩვენ გვაქვს ეს თანხა, რასაც გვაძლევს სახელმწიფო [25 მილიონი ლარი წელიწადში]. 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა. მე გეუბნებით, რომ ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის მაქვს 500 000 ლარი. მინდა გითხრათ, რომ ვიხორჩობით ვალებში”,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი ტვ პირველთან.

მიტროპოლიტის თქმით, მისი ავტომობილის საბაზრო ღირებულება 2006 წელს 42 000 დოლარი იყო, თუმცა დღემდე ისეთ ადგილებში დადის, რომ გაცვითა.

"ჩემი ავტომობილის საბაზრო ღირებულება იყო 42 000 დოლარი, 2006 წელს, ერთმა პატიოსანმა ადამიანმა, რომელიც დღეს არ არის ცოცხალი, როცა ნახა, რა მანქანით დავდიოდი ჯავახეთში, შემომწირა. ეს მანქანა 2006 წლიდან დღემდე აბსოლუტურად გავცვითე, აბსოლუტურად, ისეთ ადგილებში დავდივარ, ჯავახეთია რა”,- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...