1 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოკუპირებული ტერიტორიები არ არიან მომზადებული პანდემიასთან ბრძოლისთვის - უჩა ნანუაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ოკუპირებულ რეგიონში ჯანდაცვის სფერო კრიზისს განიცდის.

ნანუაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში ვითარება კრიტიკულია.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა.

"კვალიფიცირებული პერსონალი არ არსებობს, მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალის იმედად არის მთელი რეგიონი დარჩენილი. ცალკე პრობლემა არის ის, რომ სამედიცინო ინვენტარი პრაქტიკულად არ არსებობს რეგიონში. ოკუპირებული ტერიტორიები არანაირად არ არის მომზადებული პანდემიასთან ბრძოლისთვის. სამედიცინო დაწესებულებებში ვითარება არის კრიტიკული.

რამდენიმე ექიმმა ერთი კვირის წინ მომსახურებაზე უარი განაცხადა, რადგან მათ საჭირო აღჭურვილობა არ გააჩნდათ. განწყობა არის საკმაოდ უარყოფითი იქ მაცხოვრებელი ქართველების მიმართ. ფონი არის საკმაოდ დისკრიმინაციული. ცდილობენ პანდემია გამოიყენონ, როგორც ერთგვარი საფუძველი დისკრიმინაციისთვის," - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა. ინფიცირებულები არიან სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტი, დედა და მისი 6 წლის შვილი. შექმნილი სიტუაციის გამო, დე ფაქტო ხელისუფლებამ 10-დან 17 მაისამდე პერიოდში რუსეთთან მიმოსვლა აკრძალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები