1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თენგიზ ცერცვაძე: თუ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დღეში მხოლოდ 10-20 შემთხვევა გვექნება, ეს ეპიდემიის დამარცხების ტოლფასი იქნება

კორონავირუსთან დაკავშირებით ქართველი ექსპერტების პროგნოზი ჯერჯერობით მართლდება, მაგრამ მე ვიტყოდი ერთ რამეს: ეს ჯერ არის მხოლოდ ნაწილობრივი წარმატება. წარმატება ნამდვილად არის იმ ფონზე, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში აღინიშნებოდა მატება, ხოლო მსოფლიოში კატასტროფული მატება. ამ ფონზე, რასაც მივაღწიეს, არის წარმატება - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ამასთან, მისი თქმით აქ არის ერთი ნიუანსი. კერძოდ ის, რომ ვითარების სტაბილაზიას და გავრცელების შემცირებას ქვეყანამ შეზღუდვებისა და საგანგებო წესების პირობებში მიაღწია. „ის, რასაც მივაღწიეთ, ძალიან კარგია. ეს ეტაპი უნდა გაგველო, მაგრამ ჭეშმარიტ წარმატებაზე შეგვეძლება ვილაპარკოთ, როდესაც ამ დონეს ანუ დღეში 10, მაქსიმუმ 20 შემთხვევის მატების დონეს შევინარჩუნებთ მაშინ, როცა შეზღუდვები აღარ იქნება. თუ ამ დონის შენარჩუნებას მაშინაც შევძლებთ, ეს უკვე იქნება დიდი წარმატება და ფაქტობრივად ეპიდემიის დამარცხების ტოლფასი, რამეთი 10 ახალი შემთხვევა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც ძალიან მობილიზებულია დაავადებასთან საბრძოლველად“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები