1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა

 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, სამივე შემთხვევა დღეს დადასტურდა. ერთ-ერთი ინფიცირებული - სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტი - ცხინვალში რუსეთის ფედერაციიდან 30 აპრილს ჩავიდა და კარანტინში იმყოფებოდა, დანარჩენი ორი - დედა და მისი 6 წლის შვილი, ოკუპირებულ ცხინვალში 5 მაისს ჩავიდნენ.

 ამასთან, როგორც ოკუპირებული რეგიონის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანა გაგლოევამ განაცხადა, დედა-შვილი ახალგორის მკვიდრები არიან, ისინი სამკურნალოდ ჩრდილოეთ ოსეთში იყვნენ და ოკუპირებულ რეგიონში 5 მაისს დაბრუნდნენ.

 "დედა-შვილი ვლადიკავკაზის საავადმყოფოში სხვა დაავადებაზე მკურნალობდნენ, სადაც მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს და გამოწერეს. ისინი სამხრეთ ოსეთში 5 მაისს დაბრუნდნენ და არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნებოდათ. დღეს კი დაგვიკავშირდნენ ჩრდილოეთ ოსეთიდან კოლეგები და გვაცნობეს, რომ დედა-შვილისთვის ჩატარებულმა ტესტებმა დადებითი აჩვენა", - განაცხადა გაგლოევამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები