1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეუფე ნიკოლოზი ფარულ აუდიოჩანაწერზე: თუ ეს მართალია, ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მედიასთან საპატრიარქოში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე აუდიოჩანაწერის გასაჯაროების ფაქტს გამოეხმაურა. 

„თუ ეს მართალია, ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. თუ ეკლესია და პატრიარქი ამაში არიან დამნაშავე, მაშინ მეტი აღარაფერი არსებობს. თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია, რა დროს პანდემიაა, ჯერ ეს საკითხი უნდა განხილულიყო. ვინც ამ საკითხებს აყენებენ ადრე არ მოსვლიათ თავში აზრად, რომ ეს საკითხი დაეყენებინათ. დამთავრდა პანდემია და ახლა გაახსენდათ. აი პასუხიც აქ არის“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ აუდიოჩანაწერის თემის წამოწევით ეკლესიის დისკრედიტაცია ხდება. „ოღონდ მე მაქვს შეკითხვა, რატომ არ გავრცელდა ეს ჩანაწერი ერთი კვირის წინ, ორი კვირის წინ, სამი კვირის წინ აღდგომა რომ იყო. ან ერთი თვის წინ? რატომ არ მეკითხებოდით ჟურნალისტები? იმიტომ, რომ არ იყო აქტუალური. უფრო სხვა საკითხები იყო აქტუალური. დღეს, ეს ვითომდა გახდა აქტუალური. მოსალოცად გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ პანდემიამ უკან დაიხია. ავადმყოფობამ და ახლა გამოჩნდა სხვა თემები, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები