1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“როგორ ფიქრობთ, პანდემია სასჯელია თუ გაფრთხილება? – ბავშვობაში გიორგობას ასე ავღნიშნავდი…”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს გიორგობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა:

„ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოსა. ის საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში, იმიტომ, რომ მამაჩემს ერქვა გიორგი. ამ დღეს მას ეკლესიიდან გამოჰყავდა მათხოვრები და პირველი მაგიდა მათთვის იშლებოდა. ჩვენ ვსხდებოდით მათთან ერთად და აღვნიშნავდით გიორგობას. 

დიდი ზეიმი იყო. დიდი იმედი იყო. წმინდა გიორგის დღესასწაული იმედის დღესასწაულია. წმინდა გიორგიმ, როცა აწამებდნენ, წარმოთქვა სიტყვაა, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. მას ხმა მოესმა, -ნუ გეშინია გიორგი, მე შენთან ვარო. ეს მაცხოვრის სიტყვები იყო. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გაჭირვების დროს, როცა მთელ მსოფლიოს უჭირს, ჩვენ გვესმის ხმა მაცხოვრისა; ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ. მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება. 

მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები და მონასტრები და ხალხი იძულებულია, წავიდეს სოფლებში და იქ დაესწროს წირვას. ჩვენ აქ თავისუფლად ვართ. დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. 

თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ესაა მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს. ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და საკმეველი. ყოველდღე უნდა დააკმიოთ, ყოველდღე უნდა ასხუროთ თქვენს სახლსა და კარ-მიდამოს. ეს დიდ ძალას მოგცემთ“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...