1 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხათუნა ზახაშვილი - მგონია, რომ ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია - რეკომენდაციები სეზონის მოახლოებასთან ერთად უფრო ზუსტი იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრი კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს.

 

 

„მგონია, რომ ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია. ყოველ შემთხვევაში, სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა, იქაც გარკვეულ წესებს მიმართავდნენ და ეს იყო ისევ და ისევ ფიზიკური დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა და სიმჭიდროვე კონტროლირებული იყო. შევხედოთ, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ზღვის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, როდესაც მართლა რეალურად დაიწყება სიცხეები და პლაჟზე უფრო მეტ ადამიანს მოუნდება გასვლა. რა თქმა უნდა, რეკომენდაციები სეზონის მოახლოებასთან ერთად უფრო ზუსტი იქნება, მაგრამ ფიზიკური დისტანცირების დაცვით არც ზღვის პირას გასეირნება იქნება ურიგო ზაფხულში. ისე, პროგნოზირება არაკეთილშობილური საქმეა, დაგვეთანხმება ყველა, ვინც საერთოდ პროგნოზს აკეთებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად მივყვებით ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ეპიდსიტუაციის ანალიზს“, - განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები