1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე - ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ ჩამოყალიბებულა, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ ჩამოყალიბებულა, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული.

ამასთან, გამყრელიძე მრევლს დღესასწაულების წინ რეკომენდაციის დაცვისთვის მადლობას უხდის.

„საბედნიეროდ და დიდი მადლობა ისევ მრევლს, დიდი მადლობა საზოგადოებას, რომ ის რეკომენდაციების უმრავლესობა დღესასწაულების წინ გათვალისწინებული იქნა და ჩვენ არ გვაქვს და არ ჩამოყალიბდა ეკლესიის კლასტერი, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირი გვყავს დაინფიცირებული, მაგრამ რასაც ჩვენ კლასტერს ვეძახით, ასეთი არ ჩამოყალიბებულა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები