1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ბოდიში, ადამიანების მოწამვლისთვის – მოვუწოდებთ ბატონ მიხეილ ცაგარელს…” -“კავკასია” განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელობა განცხადებას ავრცელებს “თავს ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ განცხადება ტელეკომპანია კავკასიის ეთერში 1 მაისს გასულ გადაცემა “ჰოროსკოპთან“ დაკავშირებით, რომელსაც უძღვება ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. ბოდიშს ვუხდით მაყურებელს იმ გაურკვეველი და დაუსაბუთებელი პროპაგანდისთვის, რაც ბატონმა მიხეილმა ჩვენი ეთერით შესთავაზა საზოგადოებას. ვწუხვართ, რომ გვიწევს ამ განცხადების გაკეთება, რადგან მრავალი წელია ბატონ მიხეილ ცაგარელთან გვაკავშირებს თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა, თუმცა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის ამ უმძიმეს დროს ადამიანების მოწამვლა შავ–ბნელი პროპაგანდით და შეთქმულებების დაუსაბუთებელი თეორიებით იმდენად ზღვარგადასული ქმედებაა, რომ არ შეიძლება მისი შეფასების გარეშე დატოვება. დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ადამიანების რეალური ცოდნით და ინფორმაციით შეიარაღება გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, რაციონალური ქმედებები და გააზრებული ბრძოლა. ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში მედიის როლი განუზომლად დიდია. სწორედ ამიტომ ვწუხვართ, რომ ჩვენი ეთერის გამოყენება მოხდა სრულიად საპირისპირო მიზნით. ტელეკომპანია კავკასია კატეგორიულად ემიჯნება მიხეილ ცაგარელის გადაცემაში გამოთქმულ მოსაზრებებს, მოუწოდებს ბატონ მიხეილს, პატივი სცეს მაყურებელს და ჩვენს ეთერს ნუ გამოიყენებს საეჭვო და არაჯანსაღი პროპაგანდისთვის”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები