1 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ეკლესია უმანკოთა მუზეუმი არ არის, ის გამოსწორების ადგილია”

 

რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მამა იერონიმე ქათამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე განმარტება გააკეთა:

„საუბარია, რომ თითქოს მეუფე იობი მას ხელს აფარებდა, შვილობილის სტატუსი ჰქონდა და მას განსაკუთრებულ უფლება-მოვალეობებს ანიჭებდა, არავითარ შემთხვევაში! მინდა გითხრათ, რომ მე ორი წლის მანძილზე ვაკვირდებოდი, მეუფე იობი თუ როგორი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა მის მიმართ. ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მამა დავითის მიმართ იყო. ყველა ადამიანს აქვს პრობლემა, რომლითაც ეკლესიაში მიდის და მამა დავითიც არ იყო გამონაკლისი. არ იყო დაფარული, რომ მას სასმლის მიმართ დამოკიდებულება ჰქონდა. ამის გამო მამა დავითი მეუფე იობის მხრიდან ფაქტობრივად სულ მღვდელმოქმედებაშეჩერებული იყო. ხელი არ დაუფარებია მისთვის. ჩემს თვალწინ ბევრჯერ გაუშვია შუ ღამით მონასტერში, რომელიც ძამისხევის განპირასაა, იმისათვის, რომ მას ხალხთან წვდომა არ ჰქონოდა და შესაბამისად, ალკოჰოლთან. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ მეუფე იობმა მის მიმართ ლოიალობა გამოიჩინა.

თუ საზოგადოებას სურს ეკლესიაში აღმოიფხვრას პრობლემები, ეს ჯანსაღი კრიტიკის შედეგად უნდა მოხდეს. ეკლესია უმანკოთა მუზეუმი არ არის, ის ადამიანების გამოსწორების ადგილია”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები