1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე 88 პაციენტი იმყოფება. მათგან 68 პაციენტს COVID დადასტურებული შემთხვევა აქვს.

კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკიდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი კლინიკიდან 12 პაციენტი გაეწერა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის არასრულწლოვანი რამდენიმე წუთში დატოვებს. ლევან რატიანის თქმით, ის 24 საათის განმავლობაში კლინიკაში იწვა.

კიდევ ერთი ქალბატონი, რომლის მდგომარეობაც ყველაზე  მძიმე იყო, დღეს თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 88 პაციენტი, აქედან 68 გვყავს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა.

დღეს რამდენიმე წუთში კლინიკიდან 5 პაციენტი გაეწერება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 12 გამოჯანმრთელებული.

ასევე, გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა - 13 წლის ბავშვი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 24 დღის განმავლობაში იწვა. ორჯერადად, პროტოკოლის მიხედვით, გამოვიდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში მოზარდი დატოვებს კლინიკას.

რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 6 პაციენტი. 

გუშინ გადმოვიყვანეთ 1 პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში - ქალბატონი, რომელიც ყველაზე მძიმედ იყო, მართვით სუნთქვაზე მყოფი, შაქრიანი დიაბეტით და ყველა გართულებით. ამ ეტაპზე ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია და შეესაბამება მის ქრონიკულ მდგომარეობას. რამდენიმე დღეში ქალბატონი გაეწერება კლინიკიდან.

ასევე, გვყავს ორსული, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ფიტალური ფუნქციები, როგორც ნაყოფის, ასევე დედის, შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. გართულების გარეშეა.

რაც შეეხება ყველასთვის საინტერესო თემას, როგორც ჩვენი, ასევე ქვეყნის მასშტაბით, მედპერსონალის მდგომარეობა სტაბილურია. ყველანაირი გართულებების გარეშეა," - განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...