1 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარინა ეზუგბაია ზურაბ გურულისგან და ეკა კვესიტაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს – ნახეთ, რა პოსტი გამოაქვეყნა ინფექციურის დირექტორმა

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულისგან და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ ეზუგბაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

 

 „ბ-ნმა ზურაბ გურულმა და ქ-ნმა ეკა კვესიტაძემ ბოდიში უნდა მოიხადონ ———————————————————- ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი ბატონი ზურაბ გურული და TV მთავარის ჟურნალისტი ქალბატონი ეკა კვესიტაძე თავიანთ ფეისბუქზე და „TV მთავარის“ გადაცემებში გეგმაზომიერად ეწევიან COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლის და ქართველი ექიმების დისკრედიტაციას, რისთვისაც იყენებენ, როგორც არსებული ფაქტების ტენდენციურ ინტერპრეტაციას, ისე ფაქტობრივ ტყუილებს. ასე მაგალითად, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბ-ნ ნიკოლოზ გამყრელიძეს ჰქონდა COVID-19-ის უსიმპტომო ფორმა და ამის მიუხედავად იღებდა მედიკამენტ პლაქვენილს და ისიც არა კლინიკაში, არამედ კარანტინში ყოფნისას. ა.წ. 30 აპრილს, ხუთშაბათს „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ (ქ-ნ ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას) ბ-ნ ნიკოლოზ გამყრელიძემ ცალსახად და ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ მას ჰქონდა ხველა, პნევმონია, რის გამოც 26 (ოცდაექვსი) დღე გაატარა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის კლინიკაში (და არა კარანტინში) და კლინიკაში ყოფნისას 10 დღის მანძილზე იღებდა მედიკამენტ პლაქვენილს, რა დროსაც არ შეუნიშნავს არანაირი გვერდითი მოვლენები, რამოდენიმე დღეში მოეხსნა ხველა და მისი დაავადება და გამოჯანმრთელების პროცესი წარიმართა ყოველგვარი გართულებების გარეშე. ბ-ნი გურულის და ქ-ნი კვესიტაძის 100%-იან ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები არ არის უწყინარი, ვინაიდან შეუძლიათ გამოიწვიონ COVID-19-ით პაციენტებში ქართველი ექიმებისადმი უნდობლობა, მისგან გამომდინარე სერიოზული შედეგებით და აგრეთვე მკურნალობის COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლისა და ჩვენი ცენტრის რეპუტაციას შელახვა. მე ვითხოვ ბ-ნ გურულისა და ქ-ნ კვესიტაძისაგან უმოკლეს დროში თავიანთი განცხადებების დეზავუირებას და ბოდიშის მოხდას ჩვენი ცენტრისა და ტელემაყურებლების წინაშე. საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Clinic თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი • Tsmu ევექსი კლინიკები • Evex Clinics Innova Medical Center High Technology Medical Center, Tbilisi MediCall მედიქოლი 2500500 რესპუბლიკური საავადმყოფო ავერსი ფარმა – Aversi Pharma ავერსის კლინიკა • Aversi Clinic კახაბერ ხარებავას კლინიკა • Kakhaber Kharebava Clinic დიაკორი – დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი ახალი ვექტორი – New Vector Genpud თანადგომა ბათუმი Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა Real People Real Vision ახალი გზა New Way Новый Путь Hepa Plus / ჰეპა პლიუსიs / ჰეპა პლიუსი Clinic “NeoLab” – კლინიკა “ნეოლაბი” Aceso • აკესო ასოციაცია “ქსენონი” • Association XENON პირველი არხი აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია პულსი Rustavi 2 TV Imedi Formula • ფორმულა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მთავარი არხი • Mtavari Arkhi InterPressNews.ge Ipress.ge POSTV – ახალი ამბები Netgazeti რადიო თავისუფლება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები