1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მედიკამენტი რემდესივირი შესაძლოა COVID-19-ით პაციენტების ძირითადი სამკურნალო საშუალება გახდეს" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს. რომ პრეპარატ რემდესივირზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და განმარტავს, რომ იგი თავის დროზე ამერიკული კომპანია Gilead Science-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ შეიქმნა , მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა.

„ა.წ. 29 აპრილს აშშ-ს ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIH/NIAID) დირექტორმა და დარგის ლიდერმა პროფესორმა ანტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო კლინიკური კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა რემდესივირის ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ და წინასწარი მონაცემებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები, კერძოდ რემდესივირით მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება. პროფესორმა ფაუჩიმ ისიც აღნიშნა, რომ მედიკამენტი რემდესივირი შესაძლოა COVID-19-ით პაციენტების ძირითადი სამკურნალო საშუალება გახდეს.

შესაბამისად, აშშ FDA, სადღეისოდ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რემდესივირს COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიან მედიკამენტად მიიჩნევს. თუმცა ეს მაინც წინასწარი ვარაუდია და აღნიშნული მედიკამენტის რეალური ეფექტიანობის დადგენა და შესაბამისად მისი საბოლოოდ ოფიციალური დამტკიცება შესაძლებელი გახდება მიმდინარე სხვა მასშტაბური კლინიკური კვლევებით მიღებული შედეგების გაანალიზების შემდგომ“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები