1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"უბედურება დატრიალდა, ორი სტუდენტი შვილი დარჩა, სამსახური დაკარგა და ძალიან ნერვიულობდა"- სამსახურის გარეშე დარჩენილმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრებმა 55 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. მამაკაცის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

მეზობლების თქმით, გიორგი ხარებავამ კორონავირუსის დროს სამსახური დაკარგა, რასაც განიცდიდა და თავიც სწორედ ამიტომ მოიკლა.

"უბედურება დატრიალდა, ორი სტუდენტი შვილი დარჩა, სამსახური დაკარგა და ძალიან ნერვიულობდა. არ იცოდა რა ექნა.."- ამბობს მეზობელი აიტივისთან საუბარში. 

გამოძიება 115 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები