1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში, სადაც 13000 ზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ, დღეიდან სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა აღარ გაგრძელდება

იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში, სადაც 13 000 ზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ, დღეიდან სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა აღარ გაგრძელდება.

გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ჯამში ასეთი, 56 სამედიცინო დაწესებულებაა.

სერვისების მიწოდებისთვის აუცილებელი პირობაა, ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში ბენეფიციართა მინიმალური მოცულობა 13 000 იყოს, უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა იმ დაწესებულებებს, სადაც ემსახურებოდნენ მოსახლეობის მცირე რაოდენობას -200, 300, 1000 ან 1500 ადამიანს. ჯამურად 56 დაწესებულებაზე მიბმული იყო 90 ათასი ადამიანი. ამ დაწესებულებებით მოსარგებლე პირები სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდებიან. 

გამონაკლისი დაიშვება დაბებთან მიმართებით, სადაც 7 ათასი და მეტი მოსახლე ცხოვრობს. მათ სახელმწიფო დაფინანსება შეუნარჩუნდებათ. სამინისტროში განმარტავენ რომ სიახლე ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე პირველადი ჯანდაცვის ქსელში სელექტიური კონტრაქტის ამოქმედებას ემსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები