1 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„დარჩი სახლში“ უნდა შეიცვალოს სლოგანით - „ვისწავლო თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“ - გამყრელიძე

სოციალური დისტანცირება და „დარჩი სახლში“ ყველაზე მოარული სლოგანი გახდა, რომელიც ჩემი აზრით, მალე უნდა შეიცვალოს მეორე სლოგანით - „ვისწავლო თანაცხოვრება კორონავირუსის ინფექციასთან ერთად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ 6-ეტაპიანი შემსუბუქების პროგრამა წარადგინა ორ-ორკვირიანი ინტერვალებით და მოსახლეობამ ეს შემსუბუქება ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს კორონავირუსი დამარცხებულია. გამყრელიძის განმარტებით, ზოგიერთი შემზღუდავი ღონისძიების შენარჩუნება, მაგალითად, პირბადის ტარება დახურულ შენობებში და სადაც შესაძლებელია დისტანცირება მთელი წელი იქნება საჭირო.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია, რომ კიდევ ორი კვირა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ გავიგოთ ისე, თოთქოს ყველა შეზღუდვა მოიხსნა. კომენდანტის საათი რატომ არის? იმიტომ, რომ როცა დაიკეტა რესტორნები, ერთმანეთთან დაიწყეს სახლებში შეკრება. მთავარი მიზანია, რომ საქართველო გამოვიდეს ნაკლები დაზიანებით ამ პანდემიიდან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები