1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, მაგრამ თამამად ვამბობ, ამ ეტაპისთვის ეპიდემია შევაკავეთ - გამყრელიძე

  ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, დაველოდოთ, მაგრამ თამამად ვამბობ, ამ ეტაპისთვის გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია , - ამის შესახებ საქარველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემია ქვეყანაში არის, „მაგრამ შეკავების ფაზა დიდხანს გახანგრძლივდა“. გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაბამისი ღონისძიებები კომპლექსურად და დროულად ამუშავდა, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში და უკვე იანვრიდან მიმდინარეობდა მზადება. „ჩვენ ამოვიღთ 2009-2010 წლის გეგმა, რომელიც პანდემიური გრიპი დროს იყო შემუშავებული, რასაც ღორის გრიპს ვეძახით. ამოვიღეთ ასევე გეგმა, რომელიც შემუშავებული გვქონდა ებოლას ეპიდემიის დაწყების დროს, 2014 წელს. კიდევ რამდენიმე ასეთი დოკუმენტი ამოვიღეთ და უკვე იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება, თუ რა ღონისძიებები უნდა მომზადებულიყო ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ „ფორმულასთან“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები