1 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

WHO - შვედეთი, რომელმაც უარი თქვა ჩაკეტვებზე, მსოფლიოსთვის COVID-19-თან ბრძოლის მოდელი უნდა იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ შვედეთი, რომელმაც უარი თქვა მასობრივ დაბლოკვებზე, უნდა იყოს კორონავირუსთან ბრძოლის მოდელი მსოფლიოსთვის.

რაიანის თქმით, მსოფლიომ "გაკვეთილი უნდა ისწავლოს” შვედეთისგან, რომლის სტრატეგია მეტწილად მოქალაქეების თვითრეგულირებას ეყრდნობა.

მან აღნიშნა, რომ დაკეტვის ნაცვლად, ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი პოლიტიკა სოციალური დისტანცირების, მზრუნველობისა და დაცვის გრძელვადიან პერსპექტივაზე დაფუძნებით.

"ვფიქრობ, თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელს წარმოადგენს, თუ გვსურს ისეთ საზოგადოებაში დავბრუნდეთ, როგორშიც იზოლაციამდე ვიყავით.

ისინი აკეთებდნენ ტესტირებას. მათი ჯანმრთელობის სისტემას ყოველთვის რჩებოდა იმის შესაძლებლობა, რომ შემთხვევების რაოდენობას გამკლავებოდა”, – თქვა რაიანმა.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთი ძალიან ენდობა მოქალაქეების უნარს, რომ საკუთარი ნებით შეძლონ თვითრეგულირება და დაიცვან სოციალური დისტანცია.

ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს, ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს ბიზნესები და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, შვედეთში კი მაღაზიები, რესტორნები, ბარები და სკოლები კვლავ ღიაა. ქვეყანაში არ არის ჩაკეტილი საზღვრები.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 092 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათაგან 2 586 გარდაიცვალა, ხოლო 1 005 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შვედეთის მოსახლეობა 10 მილიონია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...