1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თენგიზ ცერცვაძე - იმედი არის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს „რემდესევირს“

იმედი არის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს პრეპარატ „რემდესევირს“, თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის, მაშინ საქართველო ამით კიდევ უფრო დიდი ნაბიჯს გადადგამს წინ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, კორონავირუსთან საბრძოლველად მედიკამენტი „რემდესევირი“ მოიაზრებოდა ფავორიტად, თუმცა ამ პრეპარატზეც იყო განსხვავებული მოსაზრებებიც.

„როგორც კი გაჩნდა ეს ეპიდემია და არ არსებობდა პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი, მაშინ დაიწყეს დაახლოებით 15 მედიკამენტს კვლევა, რომელი გაამართლებდა კორონავირუსის სამკურნალოდ.  „რემდესევირი“ თავიდანვე მოიაზრებოდა ფავორიტად. მედიკამენტი შეიქმნა ებოლასთან სამკურნალოდ, ებოლაზე არ იმუშავა და თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა ეფექტური კორონავირუსის დროს. მანამდე თქვენ იცით, რომ ეფდიეიმ რეკომენდაცია მისცა „პლაქვენილს“, განიხილებოდა კიდევ რამდენიმე მედიკამენტი, მაგრამ „რემდესევირი“ ითვლებოდა ფარულ ფავორიტად. პრეპარატი, რომელზეც ამყარებდნენ ყველაზე დიდი იმედს. ერთხანს ეს იმედები არ გამართლდა, იყო კვლევის შედეგები, რომელმაც უჩვენა, რომ „რემდესევირი“ არც ისე ეფექტურია „კოვიდის“ დროს, როგორც თავიდან ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია. თქვენ იცით, რომ აშშ-ის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის ყველაზე ავტორიტეტულმა დირექტორმა, ტონი ფაუჩიმ, რომელიც ჩვენი 20 წლის პარტნიორია და დიდი მეგობარია, ჩვენ მასთან ერთობლივ პროექტებს ვაკეთებთ,დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ „რემდესევირი“ ეფექტურია ამ დაავადების დროს და შესაძლოა, ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ამ დასკვნას ყველა არ ეთანხმება, ისევე როგორ „პლაქვენილს“, არის განსხვავებული აზრებიც. მაგრამ დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესევირი“ კარგია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, როდესაც „რემდესევირზე“ კვლევა დაიწყო, მთელი მსოფლიო იდგა რიგში ამ პრეპარატის მისაღებად, რადგან თავიდანვე ფავორიტად იყო შერაცხული.

„ჩვენ რომ რიგში ჩავდგეთ, იმის გამო, რომ გვაქვს ძალიან ცოტა ინფიცირებული შემთხვევა და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი, ამ რიგში უშანსოდ ვიქნებოდით. რადგან ჯერ იმ ქვეყნებს დააკმაყოფილებდნენ, სადაც ბევრი გარდაცვლილი და დაინფიცირებულია. ჩვენს მინისტრს და ჩვენს მთავრობას აქვს ერთი პრივილეგია, რომ კომპანია „ბილიენი“, ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს აწვდის „ცე ჰეპატიტის“ ელიმინაციის პროგრამისთვის უფასოდ მედიკამენტებს და საერთოდ დიდ პატივს სცემს საქართველოს და მის ჯანდაცვას, ვინაიდან ერთად ვაკეთებთ „ცე ჰეპატიტის“ ელიმინაციას. ჩვენმა ხელმძღვანელმა ისარგებლა ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართეს კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და მისცეს საქართველოს „რემდესევირი“. არის იმედი, რომ საქართველოს იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს „რემდესევირს“, თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის და რომელიც დადო ტონი ფაუჩიმ, მაშინ საქართველო ამით კიდევ უფრო დიდი ნაბიჯს გადადგამს წინა. ამაზე მეტი რაღა უნდა ქნას, სულ ექვსი გარდაცვლილი ყავს, მაგრამ მომავალში დაიზღვევს თავს რაიმე სერიოზული დანაკარგებისგან“, – განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები