1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონა კრიზისის გამო, გლოვოში დაიწყო მუშაობა - ვინ არის ბიჭი, რომელსაც დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა კომენდანტის საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე დაეჯახა

გუშინ, თემქაზე, 143-ე სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა. 33 წლის დიტო ხიჯაკაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მოხდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დიტო გამორჩეულად კარგი ადამიანი იყო. ის ფეხსაცმელების შემკეთებლად მუშაობდა, კორონავირუსიის პანდემიის და არსებული ეკონომიკური  კრიზისის გამო კი, დროებით,  გლოვოში დაიწყო მუშაობა.

აიტივი.ჯი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები