1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"როგორც იქნა ქიმიოთერაპიის ეს ეტაპი დავასრულეთ !!! წინ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს ოპერაცია..“

ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს. როგორც ბექა პატურაშვილი წერს, პატარა ალექსმა ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა. წინ ოპერაციაა. პატარა ალექსს სამ კვირაში ოპერაციას გაუკეთებენ.

"როგორც იქნა ქიმიოთერაპიის VI კურსით ეს ეტაპი დავასრულეთ !!! ყველანაირად დაღლილები ვართ მაგრამ ეს ძალიან მაგარი გრძნობაა ამხელა პროცესები რომ უკან ჩამოვიტოვეთ.. წინ მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს ოპერაცია.. ვიცით და ქირურგებიც ამბობენ რომ ეს ადვილი გასეირნება არ იქნება მაგრამ გვჯერა სამი კვირის შემდეგ მაგასაც წარმატებით გადავლახავთ ! მადლობა პირველ რიგში ალექსს და ნათიას ამდენს და ასე მაგრად რომ უძლებენ... ასევე ალექსის ბებიას, ელენას რომელიც აქ ჩვენთან ერთად ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის. მადლობა ექიმებს და ყველას თქვენ რომ ასე მაგრად გვიდგახართ გვერდით პირველივე დღიდან,"-წერს ბექა პატურაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები