1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: რატომღაც მოქალაქეებმა შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი აღიქვეს ისე, რომ კორონავირუსი დამარცხებულია

მსოფლიოში დამკვიდრდა ახალი ტერმინი - პოსტკორონავირუსული სამყარო. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დახურულ შენობებში პირბადეებით სიარული, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვა, მასობრივი შეკრებებისგან თავის არიდება, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„კორონავირუსი არც ივნისში აღმოიფხვრება, არც ივლისში და არც აგვისტო-სექტემბერში. ჩვენ ამ ტიპის რესპირაციულ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. მთავრობამ წარადგინა 6-ეტაპიანი გეგმა და ვემხრობი შეზღუდვების შემსუბუქებას, მაგრამ რამდენიმე მთავარი შეზღუდვა უნდა დარჩეს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას - მათ რატომღაც მოქალაქეებმა ეს შემსუბუქების პირველი ეტაპი აღიქვეს ისე, რომ კორონავირუსი დამარცხებულია და ახლა ყველაფერი შეიძლება გავაკეთოთ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დახურულ შენობებში პირბადეებით სიარული, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვა, მასობრივი შეკრებებისგან თავის არიდება. მსოფლიოში დამკვიდრდა ახალი ტერმინი - პოსტკორონავირუსული სამყარო. ეს ეხება არა მხოლოდ მედიცინას, არამედ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებას. 1-2 თვის შემდეგ ხანდაზმული ადამიანებისთვის მოწოდება „დარჩით სახლში“ შეიძლება აღარ იყოს ისეთივე მკაცრი . 6-8 თვის შემდეგ, დიდი ალბათობით, გვექნება მედიკამენტები, რომლებიც ამ კორონავირუსზე პირდაპირ იმოქმედებენ. დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის იქნება შექმნილი ვაქცინა. ამიტომ გვჭირდება ეს შეზღუდვები, თავდაცვის წესები იმისთვის გვჭირდება, რომ სპეციალისტებმა ვაქცინის შექმნა მოასწრონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...