1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სამღვდელოებაში იარაღი ანაფორის ქვეშ ყველას აქვს, ყველანაირი საშვი აქვთ" - დაკავებული სასულიერო პირის ახლობელი

ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებული სასულიერო პირის მეზობლები და ოჯახის წევრები ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ვერ საუბრობენ.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, თვითონ დაკავებული სასულიერო პირი იარაღით არასდროს უნახავს, თუმცა სხვა მღვდელმსახურები იარაღით ხშირად დადიან.

"ჯიპებით მოდიოდნენ. იობიც არის ჩვენს ოჯახში ნამყოფი. სიმართლე რომ გითხრათ, კობა იარაღით ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ სამღვდელოებაში რომ იარაღი ანაფორის ქვეშ ყველას აქვს, ეგ ნამდვილად ვიცი, არ გამიკვირდება. მამაოები კომენდანტის საათებშიც დადიან და მაგათ ყველანაირი საშვი აქვთ", - განაცხადა დაკავებული სასულიერო პირის ახლობელმა.

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ის ამ დროისთვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს ყინწვისის მონასტერში დაიწყო, რის შემდეგაც მამა დავით კობაიძემ მისივე მეგობარს, მამა საბას ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნა. ადგილიდან ამოღებულია 7 ტყვია. დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები