1 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ტიკარაძე: ექიმების დაინფიცირება სამუშაო ადგილებზე არ მომხდარა

 

ჯანდაცვის მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.

მისი თქმით, ქვეყანას გააჩნია იმის რესურსი, რომ სამედიცინო პერსონალის გადანაწილება მოხდეს.

რაც შეეხება ექიმების დაინფიცირების ფაქტს, როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, უმეტეს შემთხვევაში, დაინფიცირება არ ხდება სამუშაო ადგილებზე.

„ყველა კლინიკის აღუჭრვილობაზე მაღალტექნიოლოგიური თუ პირადი დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, ჩვენ ვზრუნავთ. სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი უზურნველყოფა პირადი დაცვის საშუალებებით, ასევე, თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული სტრატეგია გვაქვს შემუშავებული ყველა იმ დაწესებულებასთან მიმართებაში, რომელიც საჭიროებდა და საჭიროებს თუნდაც, სასუნთქ აპარატებს, ჩვენ მათ ვამარაგებთ ეტაპობრივად სასუნთქი აპარატებით. რაც შეეხება ექიმის დაინფიცირებას, მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. ჩვენ ექიმებს უტარდებათ ისეთი ტრენინგები, რომელიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან მიმართებით. ასევე დეტალურად ვიკვლევთ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება. ეს საკითხი, რომ ექიმების დეფიციტი დგას, ამ ეტაპზე ამას არ ვადასტურებ, გამომდინარე იქიდან, რომ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება და შესაბამისად, ეს დეფიციტი იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, არ შეიქმნება,“- განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...