1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საავადმყოფოები რომ გადავსებული არ არის, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით“ – პაატა იმნაძე

საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის, მე მგონი, საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ ათასობით და ათი ათასობით ადამიანი საქართველოში ავად არ არის, საავადმყოფოები გადავსებული არ არის ავადმყოფებით, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ქვეყანაში ის გუნდი, რომელიც მართავს სიტუაციას.

„ნახეთ, რამდენი პროცენტით არის მოსახლეობის მოცული, მასობრივ ტესტირებას რომ უწოდებენ, გინდა, იყოს ისლანდია და გინდა იყოს გრელანდია. აღარაფერს ვლაპარაკობ ევროპისა და შეერთებული შტატების შესახებ, სადაც არათუ მსუბუქ პაციენტებს, არამედ საავადმყოფოში არის დაყოფილი კატეგორიებად, ვის უტარდება ტესტირება. ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ქვეყანაში ის გუნდი, რომელის მართავს სიტუაციას. ყველაფერი გაკეთდება ისევ და ისევ ყველა პირობის გათვალისწინებით”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები