1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია დაუდასტურა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

ამ წუთებში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსება მიმდინარეობს. სულ თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი განთავსდება.

კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში, რადგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთანია. სწორედ ექთნის კონტაქტებია 19 პირი.

ექთნის პირველი დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები