1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალაძის ცოლი 10 ათას ლარიან პალტოში - მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში

მაშინ, როდესაც საქართველოში მხოლოდ პანდემიის გამო დამატებით 350,000 ადამიანი დარჩა ლუკმა-პურის გარეშე, ქართული ოცნების ჩინოვნიკები ფუფნების საგნებსა და ძვირადღირებულ ტანსაცმელებს არ იკლებენ. 

კერძოდ: ირკვევა რომ თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლს, ანოუკი არეშიძეს "ბალენსიაგას" ფირმის 3,200 დოლარიანი პალტო აცვია, რაც დღევანდელი კურსით 10 ათას ლარზე მეტია. 

მარტივად რომ ვთქვათ, მაშინ, როდესაც ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილებს თვეში 200 ლარით ეხმარება, რაც დღეში 6 ლარი და 66 თეთრია, კალაძის ცოლი თავს უფლებას აძლევს პალტოში გადაიხადოს 10 ათას ლარზე მეტი, ტიფანის ტაფაზე შეწვას კარტოფილი და დოლარებით მორთოს ნაძვის ხე. 

შესაძლოა ვინმემ თქვას, კალაძე მილიონერია და როგორც უნდა ისე დახარჯავს თავის ფულსო, თუმცა უნდა ითქვას რომ მან, მილიონები, ბოლო წლებში, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა სახის კორუფციული სქემებით დააგროვა, ბიუჯეტის ხარჯზე და ხალხის გაღარიბების პარალელურად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები