1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“4 შვილიანი დედა მირეკავდა, გეხვეწები, პური წამომიღეო..ხალხი შიმშილით დაიხოცება” - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შველას ითხოვს

 

ქეთი ფანცხავა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბარის მკვიდრია.  წყალტუბოში მაღაზია აქვს და მთელ სოფელს თავად ამარაგებს. ამბობს, რომ მისი  სოფლიდან წყალტუბომდე 14 კილომეტრია, მაღაზიები კი ახლოს არსად არის. 

“4 შვილიანი დედა მირეკავდა გუშინ,  გეხვეწები, პური წამომიღეო..ამაზე უარი როგორ უნდა ვუთხრა ადამიანს, მაგრამ ეხლა ვერც მე ვერ ვეხმარები მეზობლებს”- ამბობს ჩვენთან საუბარში ქეთი ფანცხავა. 

- Itv.ge: უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა პრობლემის წინაშე დგას სოფელი?

- ქეთი ფანცხავა: ჩვენ გვაქვს პატარა მაღაზია, წყალტუბოდან მოშორებით, აღდგომების პერიოდში დავკეტე 3 დღის გამნმავლობაში. გუშინ გავედი ფეხით რომ პროდუქტი მაქვს იქ და მიფუჭდება. 14 კილომეტრია გასავლელი და ძალიან რთულია. იმედი მქონდა რომ დაუშვებდნენ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას,თუმცა ნახეთ, რაც მოხდა.

- Itv.ge: ადგილობრივ მთავრობას მიმართეთ თუ არა დახმარებისთვის?

 - ქეთი ფანცხავა: კი, როგორ არა. გამგეობას დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხეს. შემდეგ პირადად მივედი,  ვუთხარი ჩემი პრობლემის შესახებ, მაგრამ მითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებითო. 

მაღაზია დამრჩა უპატრონოდ. რა გავაკეთო? რომ გავრისკო, წავიდე და დამაჯარიმონ 3000 ათასი ლარით?!

- Itv.ge: ფონი როგორია თქვენს  სოფელში, როგორ გაგაქვთ თავი?

- ქეთი ფანცხავა: რა ქნას სოფლის ხალხმა?   4 შვილიანი დედა  გუშინ მირეკავდა - გეხვეწები, პური წამომიღეო..ამაზე უარი როგორ უნდა უთხრა ადამიანს, მაგრამ ეხლა ვერც მე ვერ ვეხმარები მეზობლებს.  

ცუდი მდგომარეობა ძალიან, რა უნდა ქნას ადამიანმა არ ვიცი, ინფორმირებული კი ვართ რომ მთელ მსოფლიოში რთული მდგომარეობაა, მაგრამ მთლად ასე ჩაკეტვა? ასე არ შეიძლება, ავტომობილების შეზღუდვა ზედმეტია.

- Itv.ge : როგორ ახერხებს ხალხი გამოკვებას, პირველადი მოხმარების ნივთების ან საკვები პროდუქტის შეძენას?

- ქეთი ფანცხავა: სახლში დაწყობილი არავის არ აქვს.  სოფელი გასაყიდზეა დამოკიდებული და ამის უფლებას რომ ართმევ, ძალიან დიდ ზიანს აყენებ.  

ჩვენს უბანში მაღაზიებიც არ არის, ქალაქში უნდა ჩავიდეს ადამიანი რომ ელემენტარული ნივთები შეიძინოს, ქუთაისში ფიზიკურად არ გვიშვებენ , ეს სიტუაცია კიდევ დიდ ხანს თუ გაგრძელდა, ხალხი შიმშილით დაიხოცება, გაყიდვის უფლებას არ გვაძლევენ და რა უნდა ქნან? როგორ უნდა მოიმარაგოს ადამიანმა საჭმელი!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...