1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკატერინე ტიკარაძე - აგრესიული ტესტირების შედეგად კორონავირუსი 20-მდე ექიმს დაუფიქსირდა, მათ დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ გადაიტანეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აგრესიული ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 20-მდე ექიმს დაუდასტურდა.

„არიან ექიმები, რომლებსაც დაუფიქსირდა. მათი რიცხვი 20-მდეა. ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო. სწორედ აქედან გამომდინარე დაიგეგმა ის ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება.

ზოგადად, ამ ჯგუფებში სიტუაცია კონტროლდება. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ უსაფრთხოების ნორმების დანერგვაში, მიმდინარეობს ტრენინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი იყვნენ უფრო მეტად დაცულები.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ მათ ძირითადად აქვთ გადატანილი დაავადება უსიმპტომოდ, რაც ყურადსაღებია და ჩვენთვის სამომავლოდ გასათვალისწინებელია. პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ექიმი, რომელიც იყო აღმოჩენილი, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რომ შემდგომში მათი მხრიდან სხვა ადამიანების ინფიცირების რისკი არ არსებობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები