1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

⛔ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა

კორონავირუსის გამო თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. ბლოკ-საგუშაგოები სოფლის შესასვლელ-გასასვლელებთან დილის 6 საათიდან მოეწყო. საგუშაგოებზე სამხედროები და პოლიციის ქვედანაყოფები ერთობლივად პატრულირებენ.

გუშინ, 22 აპრილს, კორონავირუსი ღვანკითის  კიდევ 4 მცხოვრებს დაუდასტურდა. ამით სოფელში ინფიცირებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. სწორედ ამის გამო მიიღეს სოფლის სრულ  იზოლაციაში  მოქცევის გადაწყვეტილება.

“სოფელ ღვანკითში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ გვიან ღამით გადავწყვიტეთ რომ ღვანკითი მთლიანად დაიხუროს გარკვეული პერიოდით,” – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები