1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ინფორმაციის გრადაცია ამჟამად ხდება “კუბოების დაყრასა” და “სიკვდილის პალატების” განცხადებებს შორის, სერიოზული “ჩაკითხვის” შემდეგ აღმოჩნდება რომ ეს ინფორმაცია მოქალაქეთა “დასაზაფრად” არის მოცემული, რათა ისინი კანონმორჩილები იყვნენ”

ამერიკაში მოღვაწე ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“პანდემიის მართვა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური პროცესია, რადგან მასთან ბრძოლის აბსოლუტურად ყველა ეტაპი მოითხოვს სახელმწიფოს მიერ მკაცრად განსაზღვრულ რეგულაციებს, იქნება ეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები, კლინიკებისა და პერსონალის მზადყოფნა და აღჭურვა, ვაქცინისა თუ წამლების მოძიების ორგანიზება და ა.შ.


შესაბამისად, ამ პროცესს უნდა მართავდეს სპეციალური კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში უნდა იყოს ეპიდემიოლოგიც, კლინიცისტიც, ფარმაკოლოგიური სფეროს წარმომადგენელიც და სამთავრობო წარმომადგენლებიც. კომიტეტის პროფესიონალებს ევალებათ არსებული კლინიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საფუძველზე გააკეთონ ლოგიკური გათვლები და მათ საფუძველზე მისცენ რეკომენდაციები პოლიტიკოსებს.


ცხადია, ნებისმიერი გათვლის გასაკეთებლად საჭიროა გქონდეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა იყოს გამჭვირვალე და მაქსიმალურად ზუსტი. ინფორმაციის მოსაპოვებლად აუცილებელია სტატისტიკური მონაცემები; მაგალითად, როგორია ვირუსის გავრცელება, რამდენი ადამიანია დაავადებული, რამდენმა გადაიტანა დაავადება, რამდენმა გადაიტანა უსიმპტომოდ, მინიმალური სიმპტომებით, რამდენს დასჭირდა წამალი, ან რატომ დასჭირდა; რა წამალი და რა რაოდენობით, რომ სტრატეგიული მარაგები შეიქმნას; რამდენია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი და რა დატვირთვა აწევს შესაბამისად ამა თუ იმ კლინიკას და მთლიანად ჯანდაცვის სექტორს და ა.შ.


ახლა ვნახოთ რა ხდება საქართველოში.


1. საყოველთაო ტესტირება ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში არის უაღრესად მცირე და პრაქტიკულად არარსებული, სტატისტიკური თვალსაზრისით;


2. წარმოდგენა არა გვაქვს რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ეს დაავადება მინიმალური სიმპტომებით. მაგალითად, კლინიკებში მყოფ ე.წ. გამოჯანმრთელებული პაციენტების რა პროცენტულ რაოდენობას არ სჭირდებოდა არავითარი სამედიცინო დახმარება და რა სისტემით მკურნალობდნენ ამ პაციენტებს;


3. წარმოდგენა არა გვაქვს იმაზე, თუ საშუალოდ რა სიმძიმით მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობაში პანდემია. უკვე ემპირიულად დადგენილია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დაავადება განსხვავებული კლინიკური სიმძიმით ვრცელდება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მხოლოდ 3 თუ 4 გარდაცვლილი გვყავს, აშკარაა რომ არც ისე მძიმედ. და თუ რატომ, ამის ობიექტური მიზეზების გარკვევას მოგვიანებით უნდა შევეცადოთ და არ შევქმნათ ფანტასმაგორიული მითები ქართული კლინიკური შესაძლებლობების შესახებ. (მერწმუნეთ, არ ღირს, რადგან პანდემიის დამთავრებისთანავე ობიექტური პროფესიონალები შეისწავლიან რეალურ მიზეზებს და ყველა მითი დაიმსხვრევა; თუმცა ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება, თუ არავითარი სტატისტიკა არ იარსებებს).


4. ქართული ეპიდემიოლოგიური და კლინიკური სფეროებისაგან მიღებული ინფორმაციის გრადაცია ამჟამად ხდება “კუბოების დაყრასა” და “სიკვდილის პალატების” განცხადებებს შორის, თუმცა რომელიმეს დამადასტურებელი სტატისტიკური ან კლინიკური მაჩვენებელი ობიექტურად არ არსებობს. უფრო მეტიც, სერიოზული “ჩაკითხვის” შემდეგ აღმოჩნდება რომ ეს ინფორმაცია მოქალაქეთა “დასაზაფრად” არის მოცემული, რათა ისინი კანონმორჩილები იყვნენ.


ამრიგად, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ამჟამად საქართველო ზის სახლში ჩაკეტილი, მშიერი, შეშინებული, უაზროდ გამოყენებული მედიკამენტის დეფიციტში, ყოვლად გაურკვეველი, მაგრამ ლოგიკურად სავალალო ეკონომიკური პერსპექტივებით და რაც მთავარია, ამ ყველაფრის გაურკვეველი ვადით გაგრძელებით.
თუკი ზემოთქმულს მშვიდად გაიაზრებთ, მერე დაფიქრდით, თუ რას უზამს ამ აბსურდული ქაოსის შემქმნელი ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შეკითხვებს დასვამს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით.
დაფიქრდით იმაზეც, თუ რა გელით ამ საინფორმაციო ვაკუუმში არსებობის კიდევ დიდი ხნით გაგრძელებით…
და თუ დაფიქრდებით, ვისაც ფიქრი და ლოგიკური მსჯელობა გიყვართ, მაშინ ბევრ რამეს მიხვდებით … “

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...