1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს: თუ თქვენ შვილებს ესაჭიროებათ იმუნიზაცია, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს

დირექტორი ამირან გამყრელიძე და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ბავშვებისთვის გეგმური იმუნიზაციის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, იმუნიზაცია არის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კაცობრიობაში პროფილაქტიკური მედიცინის კუთხით არსებობს და ის არ უნდა შეჩერდეს.

„COVID ინფექცია არ უნდა იქცეს სხვა დანარჩენი, ვაქცინით მართვადი ინფექციის რისკების გაზრდის შესაძლებლობად. არ დაგავიწყდეთ, თუ თქვენ შვილებს ესაჭიროებათ იმუნიზაცია, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს. ქვეყანაში გეგმიური იმუნიზაციისათვის ვაქცინების მარაგი არსებობს. აცერით და დაიცავით“,-განაცხადა ზახაშვილმა.

ანალოგიურად ფიქრობს ამირან გამყრელიძეც, თუმცა მისი განმარტებით, ექიმთან მისვლა წინასწარი შეთანხმებით უნდა მოხდეს.

„აუცილებელია, რომ ბავშვები მაინც მივიყვანოთ ექიმებთან, ოღონდ წინასწარი შეთანხმებით და აუცილებლად ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს ის აცრა, რომელიც ეკუთვნის, რათა დაცულები ვიყოთ. მადლობა იმ 150 000 ადამიანს, ვინც შარშან წითელას საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. ამის შედეგად, წელს წითელას 12 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს მხოლოდ. წელს ვინც კიდევ მოვა, მომავალ ამ დროს წითელა ნული გვექნება და ვიტყვით, რომ წითელას სრული აღმოფხვრისკენ მივდივართ. მანამდე იმედია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, წამალი გამოჩნდება და მსოფლიო და ჩვენც მათთან ერთად, დავამარცხებთ COVID-ს“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები